კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები – სინოპტიკოსების გაფრთხილება

4 ივლისი, 2025 • ნიუპრესი • 20

წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ საფრთხის დონე საშუალოა.