ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე – სალომე ზურაბიშვილი გერმანიის სახელმწიფო მინისტრის შეფასებას ავრცელებს

23 ივლისი, 2025 • Newpress • 9

საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე – სალომე ზურაბიშვილი გერმანიის სახელმწიფო მინისტრის შეფასებას ავრცელებს

ევროპელი პარტნიორების შეფასებით, მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა

საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე – ასეთია ევროპელი პარტნიორების შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა გუნტერ კრიხბაუმთან, ევროპის საქმეებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან. მან ქართველი ხალხისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველო კრიტიკულ გზაგასაყარზე დგას – მხოლოდ მის მოქალაქეებს შეუძლიათ ქვეყნის ევროპული გზის დაცვა”, – წერს ზურაბიშვილი.