ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონში ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს

29 ივლისი, 2025 • Newpress • 16

ხონში ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ინფორმაციას მეგა TV ავრცელებს.

მათი ცნობით, ზეწარში გახვეული ახალშობილი წუხელ მესამე სკოლის მიმდებარედ ნახეს.

ჩვილი უკვე ქუთაისშია გადმოყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება „განსაცდელში მიტოვების“ მუხლით დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლი გულისხმობს დაუხმარებლად იმის მიტოვებას, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება. დანაშაული ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.