ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს ევროპული ქვეყნების დიპლომატები ესწრებიან

1 აგვისტო, 2025 • Newpress • 10

მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს  ევროპული ქვეყნების დიპლომატები ესწრებიან

სასამართლო პროცესის პარალელურად მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია იმართება

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში.

მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან.

საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის თარგმანი.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან უკვე არიან შეკრებილები, ამაღლობელის მეგობრები, კოლეგები და ის ადამიანები, ვინც მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტი რეჟიმის ტყვეა. ბათუმში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.