ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ -LOUDspeakers-ის პროტესტი

4 აგვისტო, 2025 • Newpress • 6

6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ -LOUDspeakers-ის პროტესტი

„სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია“, – აცხადებს ჯგუფი

სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია – LOUDspeakers-ის პროტესტი ჯგუფი LOUDspeakers ქუთაისის ფესტივალში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას აღარ მივიღებთ. ორგანიზატორების თქმით, სცენიდან გაკეთებული ნებისმიერი სახის საპროტესტო მესიჯი, ფესტივალს შეუქმნის საფრთხეს.

სადაც რეჟიმის ტყვეებისთვის სოლიდარობის გამოხატვის ადგილი არ არის, არც ჩვენი ადგილია.

P.S. ცნობისთვის, მსგავსი მოთხოვნების გამო, არაერთ კონცერტზე მოგვიწია უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ბოლომდე პროტესტში და არ ვეგუებით არსებულ რეალობას!” – წერს ჯგუფი LOUDspeakers ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ორგანიზატორების ცნობით, 6-7 სექტემბერს ქუთაისში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ჯგუფები:

Skazz, 4D Monster Lobsters, Hymera, Tamada, DJ Somali, გაუმოუვალი მდგომარეობა, ოჩოს ქოხი, Outsider. დასწრება ფასიანია.