ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა ელჭექით – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

7 აგვისტო, 2025 • Newpress • 12

წვიმა ელჭექით – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

შესაძლებელია წყალმოვარდნები ან მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.

8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული საააგენტო ავრცელებს. ამასთან, უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).