ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ორი კორპუსის ფასადების მოწესრიგებისთვის ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

9 აგვისტო, 2025 • Newpress • 10

ქუთაისში ორი კორპუსის ფასადების მოწესრიგებისთვის ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ავტომშენებლის გამზირზე.

ქუთაისში ორი კორპუსის ფასადების მოწესრიგებისთვის ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, – ამის შეაახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება ირაკლი აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე მდებარე 2 კორპუსს. ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ სახლების ფასადების განახლებაზე. პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ. მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიხანულეს. მათივე ცნობით, გზების პერიოდული შეკეთების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ავტომშენებლის გამზირის დასაწყისის განახლება. ქუჩაზე დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც ხელს უშლიდა ავტოტრანსპორტის მოძრაობას. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზედაპირი ასფალტის ახალი საფარით შეიცვალა.