ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

12 აგვისტო, 2025 • Newpress • 16

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

ხანმოკლე ზოგან ძლიერმა წვიმამ შესაძლოა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.

მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალოა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.