ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეს დიდგორობაა – ქართველთა საოცარი გამარჯვების დღე აღინიშნება

12 აგვისტო, 2025 • Newpress • 6

დღეს დიდგორობაა – ქართველთა საოცარი გამარჯვების დღე აღინიშნება

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე ტარდება საზეიმო ღონისძიებები: 11 საათზე აღევლინება ლოცვა, ეწყობა სამხედრო-ისტორიული წარმოდგენები, ტარდება ტრადიციული თამაშები, ცხენოსნობა, სროლა მშვილდითა და შუბით. ეს დღე აერთიანებს როგორც ადგილობრივებს, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს. „დიდგორობა 2025-ის“ […]

1121 წლის დიდგორის ბრძოლას საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის მეთაურობით, ბრძოლა ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.

დღეს, 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე ტარდება საზეიმო ღონისძიებები: 11 საათზე აღევლინება ლოცვა, ეწყობა სამხედრო-ისტორიული წარმოდგენები, ტარდება ტრადიციული თამაშები, ცხენოსნობა, სროლა მშვილდითა და შუბით.

ეს დღე აერთიანებს როგორც ადგილობრივებს, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს. „დიდგორობა 2025-ის“ ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.