ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რატომ ძვირდება მშენებლობა – საქსტატი ღირებულების ინდექსის ზრდაზე მიუთითებს

12 აგვისტო, 2025 • ნიუპრესი • 8

რატომ ძვირდება მშენებლობა –  საქსტატი ღირებულების ინდექსის ზრდაზე მიუთითებს

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8 პროცენტით,

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით. მათ შორის საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.4 პროცენტით;

არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 7.8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 11.7 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით – 2.9 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.8-პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

“წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.5-პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.1-პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.85 და 1.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.4 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.