ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან” – პროტესტი პარლამენტთან

23 მარტი, 2013 • სოფო ბობოხიძე • 34

“მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან” – პროტესტი პარლამენტთან

ქუთაისში, საზოგადოების ნაწილმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გამართეს.

ქუთაისში, საზოგადოების ნაწილმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, 21–ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ. “მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან”, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლაშა მესხი: “23 მარტი ჩემთვის არის საყოველთაო სირცხვილის დღე”.
1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.

თეგები: 1 წლის ბავშვი გარდაიცვალააქციავიდეო სიუჟეტიპროტესტი