ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

23 აგვისტო, 2025 • Newpress • 10

23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი შეასრულებს.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; ქალაქ გურჯაანსა და ქალაქ წნორში; ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში; ქალაქ წყალტუბოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ქალაქ ხონში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში; ქალაქ ახალციხეში, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალქალაქში; ქალაქ ბაღდათში, ქალაქ თერჯოლასა და ქალაქ ქუთაისში; ქალაქ წალკასა და ქალაქ ბოლნისში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ქალაქ აბაშასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში. სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე ბავშვთა სპორტის კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობა.