ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყერი გააქტიურდა

23 აგვისტო, 2025 • Newpress • 10

ხარაგაულის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში მეწყერი გააქტიურდა

მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. „დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას”, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო