ქუთაისელი ქალბატონი თინათინ ძოწენიძე 100 წლის გახდა. საუკუნოვან თანაქალაქელს იუბილე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემიშვილმა და საკრებულოს წევრმა მარეხ ნიჟარაძემ მიულოცეს. თინათინ ძოწენიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის საქალაქო ბიბლიოთეკაში, დიდი ოჯახის დედა, ბებია და დიდი ბებიაა. 100 წლის ქალბატონი ახლაც მხნედ გრძნობს თავს. იუბილარს ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი საჩუქარი გადაეცა.
ქუთაისელი ქალბატონი თინათინ ძოწენიძე 100 წლის გახდა
4 სექტემბერი, 2025 • Newpress • 8
იუბილარს ადგილობრივი ხელისუფლებისგან წარმომადგენლებმა მოინახულეს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები