ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს

5 სექტემბერი, 2025 • Newpress • 8

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის დატოვეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა.

როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, “მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება”.