ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში

12 სექტემბერი, 2025 • Newpress • 18

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის შეხვედრა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული […]

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გიორგი შარაბიძე პირადად გაეცნო და დეტალური ინფორმაცია მიიღო იმ საქმიანობებისა და მიმდინარე აქტივობების შესახებ, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისია 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ახორციელებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისა და პროფესიული გადამზადების პროცესიც.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეტაპობრივად ეცნობიან ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მზადებას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

თეგები: არჩევნები