ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში წელს 17 719 ბავშვი დაიბადა

12 სექტემბერი, 2025 • Newpress • 9

საქართველოში წელს 17 719 ბავშვი დაიბადა

გაცილებით მეტი, 22 718 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა, – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გაცილებით მეტი, 22 718 ადამიანი გარდაიცვალა.

„2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296). 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.