ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რომელ დარგებში იზრდება ხელფასი – „საქსტატის“ მონაცემენი

15 სექტემბერი, 2025 • Newpress • 12

რომელ დარგებში იზრდება ხელფასი – „საქსტატის“ მონაცემენი

საქსტატის ცნობით, საშუალო ხელფასი 10.3 პროცენტით გაიზარდა

2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);

მშენებლობა – 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 769.5 ლარი, ხოლო კაცების – 2 655.8 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 179.3 ლარი (11.3%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 242.3 ლარი (10.0%).

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი – 2,553 ლარის ხელფასი თბილისშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1,122 ლარის ოდენობით.