კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მანონ ბულისკერიასა და ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება

17 სექტემბერი, 2025 • Newpress • 104

ქუთაისში მანონ ბულისკერიასა და ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება

ღონისძიება 19 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.

ქუთაისში ახალგაზრდულ პარკთან აარსებულ ლიტერალურულ სარდაფში მწერლების მანონ ბულისკერიასა და ბესო ხვედელიძის საღამო გაიმართება.

როგორც ბესო ხვედელიძემ „ნიუპრესს“ უთხრა, ქუთაისელ მკითხველთან ეს მისი მეორე შეხვედრა იქნება.

„ჩემი მეორე საღამოა ამ საოცარ, ლიტერატურით გამთბარ ადგილას. შარშანწინ მანდ, როგორც ტარიელ ცხვარაძის კრიმინალური რომანის მთარმგნელის რანგში წარვსდექი მკითხველის წინაშე, ამჯერად მაგარ პოეტ მანონ ბულისკერიასთან ერთად ჩავატარებ საღამოს “ლიტერატურულ სარდაფში”… იქნება ცოცხალი კითხვა, დიალოგის ფორმატი, საუბრები ლიტერატურაზე, ავტორებზე, სიახლეებზე, პრემიებზე, ახალ წიგნებზე, მოგზაურობაზე, ჰიმალაურ ჯადოსნობებზე, განვლილ და განუვლელ ცხოვრებაზე, – ქუთაისში, პარასკევს, საღამოს 6-ზე, 19 სექტემბერს, გიზო თავაძესთან. “ლიტერატურულ სარდაფში” მანონი და მე ველით ნაღდ მკითხველსა და ლიტერატურის ერთგულ ქომაგს” , – აღნიშნა ბესო ხვედელიძემ.

ღონისძიება 19 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

თეგები: კულტურა