ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარი ასფალტით იცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 90 000 ლარი დაიხარჯება. ქუთაისის მერიის ცნობით, გზების პერიოდული შეკეთების ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ქვაფენილი შეიცვლება ასფალტის საფარით, მოეწყობა ღია ტიპის ღვარსადენი. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარი ასფალტით შეცვლას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. მოქალაქეების ნაწილი გადაწყვეტილებას ურყოფითად შეხვდა.
ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 90 000 ლარი იხარჯება
18 სექტემბერი, 2025 • ნიუპრესი • 7
სამუშაოებს დავით ერემეიშვილი და მისი მოადგილე გიორგი ცხაკაია გაეცნენ.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები