ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოფელ გუმათთან ორი დღით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

27 სექტემბერი, 2025 • Newpress • 9

სოფელ გუმათთან ორი დღით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დაგეგმილია გზის აღდგენის სამუშაოები.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. გუმათი) მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 28 სექტემბრის 09:00 სათიდან – 29 სექტემბრის 19:00 საათამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის გუმათი-ოფურჩხეთი-რიონი-ზარათის საავტომობილო გზის გამოყენებით, ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.