October 4, 2025

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თვითმაართველობის არჩევნებზე ქალაქში 152 939 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათ შორის 1 უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული. ქუთაისში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული. რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს. იმერეთში 400 – ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან არჩევნების სამართლიანად ჩატარების ნდობა არ აქვს.