მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge, – ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
„როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.
მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.
წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს”, – აცხადებს ცესკო.
თბილისი პროპორციული
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
1
„მამული, ენა, სარწმუნოება“
3081
1.019
3
„კონსერვატორები საქართველოსთვის“
13025
4.308
5
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
1770
0.585
7
„თავისუფალი საქართველო“
2711
0.897
8
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
3255
1.077
9
ძლიერი საქართველო-ლელო
30050
9.938
11
„საქართველო“
977
0.323
12
მწვანეთა პარტია
1932
0.639
14
„სახალხო ხელისუფლება“
803
0.266
25
„გახარია საქართველოსთვის“
9673
3.199
36
გირჩი
23275
7.698
41
ქართული ოცნება
211814
70.052
თბილისი მერი
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
1
თეიმურაზ ბოკელავაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
2364
0.787
3
ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“
12311
4.099
7
კახა კუკავა
„თავისუფალი საქართველო“
4401
1.465
8
ოთარ ჭითანავა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
2678
0.892
9
ირაკლი კუპრაძე
ძლიერი საქართველო-ლელო
36863
12.274
11
გიორგი ლილუაშვილი
„საქართველო“
1357
0.452
12
გიორგი გაჩეჩილაძე
მწვანეთა პარტია
2353
0.783
36
იაგო ხვიჩია
გირჩი
22935
7.636
41
კახა კალაძე
ქართული ოცნება
215083
71.612
რუსთავი მერი
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
25
თამარ კეკენაძე
„გახარია საქართველოსთვის“
2730
8.028
41
ნინო ლაცაბიძე
ქართული ოცნება
31276
91.972
ქუთაისი მერი
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
11
გიორგი ამაღლობელი
„საქართველო“
2767
6.276
25
პაატა ზაქარეიშვილი
„გახარია საქართველოსთვის“
3544
8.038
41
დავითი ერემეიშვილი
ქართული ოცნება
37779
85.686
ფოთი მერი
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
41
ბექა ვაჭარაძე
ქართული ოცნება
14545
100
ბათუმი მერი
პარტიის ნომერი
პარტიის დასახელება/კანდიდატი
შედეგი (რაოდენობა)
შედეგი (%)
1
თამარ მიქელაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“
1246
2.343
5
ზვიად კვირიკაძე
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
2251
4.234
25
გოჩა გუგუნავა
„გახარია საქართველოსთვის“
5505
10.353
41
გიორგი ცინცაძე
ქართული ოცნება
42876
80.638
42
კახაბერ ცისკარიძე
დამოუკიდებელი
1293
2.432