ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის 23 ადამიანია დაკავებული

8 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 14

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის  23 ადამიანია დაკავებული

მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის მუხლებით მიმდინარეობს.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით აქტივისტების დაკავება გრძელდება. ამ დროისთვის ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენების ფარგლებში 23 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, ხუთს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად.

შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.

4 ოქტომბრის მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ფოტო: არჩილ გეგენავა

თეგები: სამართალი