October 11, 2025

დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ სუს-ში დაიბარეს

ადვოკატი, დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს. „18:55 წუთზე მოვიდნენ სუს-ის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე. ვუთხარი, რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბრალოდ შოკში ვარ“, – წერს დავით ჯანდიერი. ამ ამბავს წინ უძღოდა სამთავრობო POSTV-ის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგების. POSTV-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავით ჯანდიერი ამ საქმესთან დაკავშირებით ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა. POSTV-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მის პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობა უწოდა დავით ჯანდიერმა. ბინძური და შეკვეთილი ქარდია – ცარიელი ტყუილი. არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა, მათ შორის და უპირველესად ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს. სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – აცხადებს დავით ჯანდიერი.