ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოკაცეს კანიონზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია

11 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 8

ოკაცეს კანიონზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია

ტერიტორიაზე მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები

ოკაცეს კანიონზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე გადაადგილება ახლა უკვე უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელია, – ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

„ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას; რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ კიდულ ბილიკზე გავლა, უამინდობის დროს, გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.

აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ოკაცეს კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს”, – აცხადებს უწყება.