ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით – ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

14 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 6

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით – ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

„ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს.

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

„პრინციპი არის შემდეგი: პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს.