ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერი წვიმა და მდინარეების ადიდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

27 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 22

ძლიერი წვიმა და მდინარეების ადიდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ამინდი ხვალიდან იცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.

„29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“- ნათქვამია ინფორმაციაში.