ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

29 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 9

დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა

როგორც მან განაცხადა, მოსახლეობისთვის მიცემულ ყველა პირობას შეასრულებს.

დღეიდან დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

„დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ასეთი მაღალი ნდობისა და მხარდაჭერისთვის! მჯერა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძლებთ მოსახლეობისთვის მიცემული ყველა პირობის შესრულებას – ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის, ჩვენი თანაქალაქელების საკეთილდღეოდ!”, -განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.