ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციას სამი წევრი ჰყავს

30 ოქტომბერი, 2025 • Newpress • 17

ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციას სამი წევრი ჰყავს

მერვე მოწვევის საკრებულომ დღეს პირველი სხდომა გამართა.

ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. საკრებულოს 25 წევრიდან 22 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სამი წევრი ჰყავს ოპოზიციას – თითო – თითო მანდატი აქვს „გირჩს“, „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“.

ცნობისთვის, დღეს საკრებულომ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო აქტიურად შეუდგება მუშაობას ქუთაისის განვითარებისა და მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის. ასევე დამტკიცდა საკრებულოს ახალი შემადგენლობა, აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილეები.