ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

1 ნოემბერი, 2025 • Newpress • 10

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

კობა გაბუნია ორი დღის წინ დააკავეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.