ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კლდიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებისთვის მილიონ ლარამდე დაიხარჯება

8 ნოემბერი, 2025 • Newpress • 6

კლდიაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებისთვის მილიონ ლარამდე დაიხარჯება

პროექტი რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დავით კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის სავალ ნაწილზე ახალი, კაპიტალური ასფალტბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, შეიცვლება საკომუნიკაციო ჭების სახურავები.

პროექტის ღირებულება 956 765 ლარია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელები პროექტების ფონდიდან ფინანსდება.