ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ბავშვი

10 ნოემბერი, 2025 • Newpress • 10

9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 35 ბავშვი

უწყებამ 9 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა – შსს

2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 ბავშვი დაიღუპა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

უწყების ოფიციალური სტატისტიკის თანახმად 2025 წლის პირველ 9 თვეში, 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. გარდაცვლილთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 ბავშვი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.

რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თეგები: სამართალი