ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მხარდამჭერებს არ უშვებენ

11 ნოემბერი, 2025 • Newpress • 6

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მხარდამჭერებს არ უშვებენ

პროცესი პატარა დარბაზში იმართება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მოსულ ადამიანებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებსა და მეგობრებს არ უშვებენ. პროცესი იმართება პატარა დარბაზში, სადაც სულ რაღაც 24 ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი აყენებს შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების დაშვების შესახებ.

ის ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას და მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას.