საგადასახადო დავალიანება 34 804 გადამხდელს ჩამოეწერა
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, გადასახადის 34 804 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება, ჯამში, 1 492 271 038.00 ლარი ჩამოეწერა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა. ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა და შეღავათები დაწესდა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებაზე. ასევე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე, დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმაზე, საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმაზე.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს, როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში.
ავტორი: ნიუპრესი