ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ამ მთავრობის სირცხვილია, არარსებული მიზეზით დახმარების შეჩერება”

10 აპრილი, 2013 • თეკლა მორგოშია • 24

“ამ მთავრობის სირცხვილია, არარსებული მიზეზით დახმარების შეჩერება”

ოჯახმა, დახმა­რების შე­ჩე­რების შე­სახებ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი, მოგ­ვი­ა­ნებით ფოს­ტით მი­ი­ღო.

„სოციალური შემწეობის თანხის ასაღებად ბანკში მისულს მითხრეს, რომ დახმარება აღარ მქონდა. ვერც წარმოიდგენთ როგორ წამოვედი უკან. ძალიან ვინერვიულე და ცუდად გავხდი”, – ამბობს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე გუგულა ტოფაძე.

ტოფაძეების სამსულიანი ოჯახი, ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე #14-ში, ოროთახიან სახლში ცხოვრობს. ოჯახმა, დახმარების შეჩერების შესახებ, ოფიციალური წერილი, მოგვიანებით ფოსტით მიიღო.

„ვფიქრობდით, სესხის ყოველთვიურ პროცენტს სოციალური შემწეობით გადავიხდიდით. ახლა კი, რა უნდა ვქნათ?!”, – აღნიშნავენ ტოფაძეები.

ტოფაძეების მსგავსად, სოციალური შემწეობა ქუთაისში 654 ოჯახს აქვს შეჩერებული.

„ამ ოჯახებსაც თუკი ჩემსავით აქვთ მდგომარეობა „გაუმჯობესებული”, ამ მთავრობის სირცხვილია, არარსებული მიზეზით დახმარების შეჩერება”, – ამბობს გუგულა ტოფაძე.

ტოფაძეების ოჯახს, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი 2009 წელს მიანიჭეს. მათი განმარტებით, ამდრომდე დახმარება არასოდეს შეჩერებიათ. ოჯახმა სოციალური მომსახურების ქუთაისის ცენტრს განცხადებით უკვე მიმართა.

„იმ ოჯახების 70-მა პროცენტმა, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარების მიღება, მოგვმართა ხელახალი განცხადებით”, – აღნიშნავენ სოციალური მომსახურების ქუთაისის ცენტრში.

თეგები: ბენეფიციარისაზოგადოებასოციალური დახმარებაქუთაისი