შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყოფილი ვიცე–გუბერნატორის დაკითხვა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა

14 მარტი, 2013 • ქრისტინე ქარჩხაძე • 24

ყოფილი ვიცე–გუბერნატორის  დაკითხვა 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორის, გიგა შუშიანიას დაკითხვა დაახლოებით, ორ საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორის, გიგა შუშიანიას დაკითხვა დაახლოებით, ორ საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დაკითხვიდან გამოსული შუშანიას თქმით, გამოძიებას მასთან კითხვები სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით ჰქონდა.

როგორც შუაშანია ამბობს, გამოძიების შეკითხვებს, მან სრულად უპასუხა და მომავალში სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის მზად არის.

გამოძიების ინფორამციით, პროგრამაში ჩართული პირები პარტიულ აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას, რისთვისაც, ხელფასის სახით ფული ბიუჯეტიდან ერიცხებოდათ.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და “ნაციონალიური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

თეგები: გიგა შუშანია დაიკითხაპროკურატურაშუშანიას დაკითხვა დასრულებულია