შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სარეტინგო კენჭისყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 93 დეპუტატმა დაუჭირა

21 მარტი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 29

სარეტინგო კენჭისყრით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 93 დეპუტატმა დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 135 ხმით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი სარეტინგო კენჭისყრაზე 135 ხმით გავიდა. კენჭისყრის შედეგად ცვლილებებს მხარი 93 დეპუტატმა დაუჭირა.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე „ნაციონალებს“ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დათანხმდა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნებისაგან“ ხალხი შედეგის მიღწევას და ქვეყნი წინ წაყვანას ელოდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, სარეტინგო კენჭსიყრა ბუნდოვანი ვითარების გასარკვევად არის მოგონილი და არა არითმეტიკული ჭეშმარიტების დასადასტურებლად.

უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მძიმე მისაღები იყო და იმედი გამოთქვა, რომ მეორედ მსგავს ვითარებაში ჩავარდნა არ მოუწევს. გარდა ამისა, მან უმრავლესობის წევრებს მისი გადაწყვეტილების სათანადოდ გაგებისაკენ მოუწოდა.

თეგები: დავით უსუფაშვილინაციონალებისაკონსტიტუციო ცვლილებები