ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ქმნიან

22 მარტი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

ქუთაისში სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები ალტერნატიულ სამსახურს ქმნიან

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით სამსახურიდან გათავისუფლებულმა 18-მა თანამშრომელმა დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართეს.

„მივმართავთ ჯანდაცვის კომიტეტს რომ შეისწავლონ ჩვენი საქმე”, – განაცხადა ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილმა თანამშრომელმა ნანი გულუამ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, ისინი 2011 წელს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც აღნიშნული სამედიცინო დახმარების შენობა სადაღვევო კომპანია „ალდაგი-ბისიაი”მ შეისყიდა. მათივე თქმით, სწორედ, „ალდაგს“ უკავშირდება მათი სამსახურიდან დათხოვნა.

„ამიტომაც ვგეგმავთ ალტერნატიული სასწრაფო დახამარების სამსახურის შექმნას, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იქნება“, – აცხადებენ მედიკოსები.

თეგები: აქციამედიკოსებიპარლამენტი