შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რაზე ითათბირა მივლინებიდან დაბრუნებულმა ქუთაისის მერმა?

1 აპრილი, 2013 • თეკლა მორგოშია • 27

რაზე ითათბირა მივლინებიდან დაბრუნებულმა ქუთაისის მერმა?

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის პირველმა პირმა სამუშაო დღე სამსახურის უფროსებთან თათბირით დაიწყო.

ქუთაისის მერი, ბესიკ ბრეგაძე ორკვირიანი მივლინების შემდეგ, სამსახურს დღეს დაუბრუნდა.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის პირველმა პირმა სამუშაო დღე სამსახურის უფროსებთან თათბირით დაიწყო, რის გამოც, დატვირთული რეჟიმი აქვს და მასთან შეხვედრა ჯერ ვერ მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძის მივლინებაში ყოფნის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, ქალაქის მერის შეცვლის თაობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, გიგა გიორგაძე მოიაზრება.

თეგები: ბესიკ ბრეგაძემივლინებაქუთაისის მერი