შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერაბიშვილი 19 აპრილის აქციაზე დაუვიწყარ სიურპრიზს აანონსებს

1 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 33

მერაბიშვილი 19 აპრილის აქციაზე დაუვიწყარ სიურპრიზს აანონსებს

„ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, ჩვენ აქციებზე მკვდრების გაცოცხლების ანონსს არ ვიძლევით,” – ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, ბაღდათში, მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ნაციონალების“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 19 აპრილს, „ნაციონალების“ აქციაზე მისულ აქტივისტებს დაუვიწყარ სიურპიზს ჰპირდება. ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს, ბაღდათში, მოსახლეობასთან პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მერაბიშვილის თქმით, თუ ბაღდათის მაცხოვრებლებს სურთ მუნიციპალიტეტში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამები გაგრძელდეს, მათ მხარი „ნაციონალების“ კანდიდატს–ვლადიმერ წიქორიძეს უნდა დაუჭირონ.

წიქორიძე, რომელიც ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ამბობს, რომ პოლიტიკაში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში დამარცხება არ ახსოვს და ამჯერადაც გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

კანდიდატის წარდგენის შემდეგ მერაბიშვილმა მოსახლეობას 19 აპრილს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა და მათ სიურპრიზს დაპირდა. მერაბიშვილის თქმით, სიურპრიზი „ნაციონალების“ მიერ აქციაზე საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ უკავშირდება.

„ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, ჩვენ აქციებზე მკვდრების გაცოცხლების ანონსს არ ვიძლევით. ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით სიურპრიზს, რომელსაც ისინი კარგა ხანი ვერ დაივიწყებენ. რა იქნება ეს სიურპრიზი, 19 აპრილს გახდება ცნობილი,“ – ამბობს მერაბიშვილი.

თეგები: 19 აპრილის აქციავანო მერაბიშვილინაციონალები