შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა უჭირთ

1 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 24

ქუთაისის მახლობლად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა უჭირთ

რთული რელიეფის გამო მეხანძრეები ხანძრის წერტილამდე მისვლას ვერ ახერხებენ და ცეცხლის ლოკალიზებას ხელკეტებით ცდილობენ. გარდა ამისა, მეხანძრეების მუშაობას ძლიერი ქარიც ართულებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში დაახლოებით 4 ჰექტარამდე ტყის ფართობი იწვის.

ადგილზე იმყოფებიან ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. თუმცა რთული რელიეფის გამო მეხანძრეები ხანძრის წერტილამდე მისვლას ვერ ახერხებენ და ცეცხლის ლოკალიზებას ხელკეტებით ცდილობენ. გარდა ამისა, მეხანძრეების მუშაობას ძლიერი ქარიც ართულებს.

მეხანძრეები ხანძრის გამომწვევ ერთ–ერთ მიზეზად ადგილობრივების დაუდევრობას ასახელებენ, თუმცა მათი თქმით, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის მიღწევის საფრთხე არ არსებობს, რადგან დასახლებული პუნქტი ხანძრიდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით არის.

ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელთა თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხანძრის ლოკალიზებას ვერ შეძლებენ, ხვალ თბილისიდან დამატებით ძალას გამოიძახებენ.

თეგები: ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურიხანძარიხანძარი ქუთაისის მახლობლად