შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის ვიცე–გუბერნატორი ახალ პარტიას ქმნის?!

4 აპრილი, 2013 • დეა მანაგაძე • 25

იმერეთის ვიცე–გუბერნატორი ახალ პარტიას ქმნის?!

Newpress-ის წყაროს ინფორმაციით, გოჩა თევდორაძის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას ბიზნესმენისგან მიიღებს.

დღეს, გავრცელდა ინფორმაცია იმერეთის ვიცე–გუბერნატორის, გოჩა თევდორაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების თაობაზე.

Newpress-ის წყაროს ინფორმაციით, თევდორაძის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას უცნობი ბიზნესმენისგან მიიღებს.

ახლადშექმნილი პარტია ქუთაისში, ნიუ–პორტის ქუჩაზე, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილ ოფისში დაიდებს ბინას.

Newpress-ის წყაროსცნობით, პარტიის პრეზენტაცია დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები „ქართველ პატრიოტთა ალიანსში“ გაწევრიანდნენ. „ნაციონალები“ ქუთაისის საკრებულოში ამ ეტაპზე 9 დეპუტატმა დატოვა.

თეგები: გოჩა თევდორაძევიცე–გუბერნატორიპარტია