ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მომხდარმა ავარიამ საპატრულოს უფროსის მანქანა შეიწირა

9 აპრილი, 2013 • დეა მანაგაძე • 18

ქუთაისში მომხდარმა ავარიამ საპატრულოს უფროსის მანქანა შეიწირა

გავრცელებული ინფორმაციით, “ტოიოტა პრადო” ქუთაისის საპატრულო პოლიციის უფროსის საკუთრებაა და მანქანასაც თავად მართავდა.

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ე.წ სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ავარიის შედეგად ერთმანეთს შეეჯახა “ტოიოტა პრადოს” მარკის ჯიპი და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილი. გავრცელებული ინფორმაციით, “ტოიოტა პრადო” ქუთაისის საპატრულო პოლიციის უფროსის საკუთრებაა და მანქანასაც თავად მართავდა. შეჯახების შედეგად მანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ, თუმცა არც ერთი მათგანის მძღოლი არ დაშავებულა.

თეგები: ავარიასაპარტტრულოს უფროსიქუთაისი