ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ოცნებისთვის” გათავისუფლებული მთავარი ექიმი “ალდაგს” უპირისპირდება

10 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 31

“ოცნებისთვის” გათავისუფლებული მთავარი ექიმი “ალდაგს” უპირისპირდება

თემურ ნადირაძის სასამართლო პროცესი „ალდაგის“ წინააღმდეგ ხვალ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

ქუთაისის #1 ბავშვთა საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის საქმეზე საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს.

ნადირაძე, რომელიც სამსახურის დაკარგვას პოლიტიკური მოტივით ხსნის, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი”–საგან სამუშაოზე დაბრუნებას ითხოვს.

ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობიდან თემურ ნადირაძე დაახლოებით 10 თვის წინ გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ნადირაძე თბილისში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

„ამის შემდეგ სადღაც სამ დღეში გამათავისუფლეს. მას შემდეგ უმუშევარი ვარ. „ალდაგისაგან“ სამუშაოზე აღდგენას და შესაბამისად განაცდურის ანაზღაურებას ვითხოვ. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო,“ – ამბობს ნადირაძე.

„ალდაგის“ წინააღმდეგ მიმართული თემურ ნადირაძის სასამართლო პროცესი ხვალ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

თეგები: ალდაგიბავშვთა საავადმყოფოთემური ნადირაძე