შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გია თევდორაძე: “საჯარო მოხელეებს აფრთხილებენ, არ წავიდნენ 19 აპრილის აქციაზე”

11 აპრილი, 2013 • ანა ჯანაშია • 27

გია თევდორაძე: “საჯარო მოხელეებს აფრთხილებენ, არ წავიდნენ 19 აპრილის აქციაზე”

“მაქვს იფორმაცია, რომ უმრავლესობა საჯარო მოხელეებს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობის მიღებას უკრძალავს” – აცხადებს გია თევდორაძე newpress.ge-სთან საუბარში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, უმრავლესობას საჯარო მოხელეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

გია თევდორაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” აქტივისტები საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს აფრთხილებენ, არ წავიდნენ 19 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე.

“მაქვს იფორმაცია, რომ უმრავლესობა საჯარო მოხელეებს თბილისში დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობის მიღებას უკრძალავს. რაც უსამართლობად მიმაჩნია,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია თევდორაძე newpress.ge-სთან საუბარში. მისივე თქმით, თბილისში “ნაციონალების” მიერ დაანონსებული აქცია, პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. რადგან 19 აპრილს დაგეგმილი აქცია იმ მოქალაქეების სოლიდარობას გამოხატავს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერენ მხარს.

თეგები: 19 აპრილის აქციაგია თევდორაძესაჯარო მოხელეები