ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ახალ მერს კონკურსის წესით აირჩევენ

12 აპრილი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

ქუთაისის ახალ მერს კონკურსის წესით აირჩევენ

ახალი მერის არჩევაზე საკრებულოს მუდმივმოქმედი, საკონკუროსო–სააგიტაციო კომისია იმუშავებს.

ქუთაისი ახალი მერის არჩევაზე საკრებულოს მუდმივმოქმედი, საკონკუროსო–სააგიტაციო კომისია იმუშავებს. კომისია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. “ეს არის მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც იმუშავებს ქალაქის მერის კონკურისის წესით არჩევაზე”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა. ქუთაისის საკრებულოს აპარატში newpress.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კომისიაში კონკურსის პირობებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. “ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გაცხადდება”– ამბობს აპარატის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით დღეს ქუთაისის მერს, ბესიკ ბრეგაძეს უფლებამოსილება შეუწყდა. ახალი მერის არჩევამდე, ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.

თეგები: კომისიამერიაქუთაისი