April 18, 2013

ქუთაისის მერიიდან 20 საჯარო მოხელე შვებულებაში გავიდა

ქუთაისის მერიაში შვევულებით ამდროისათვის, 20 ადამიანის სარეგბლობს. მერიის თანამშრომლებმა 10 დღიანი შვებულება, მიმდინარე წლის 16–17 აპრილიდან აიღეს. ამის შესახებ, newpress-სთან საუბარში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.
“შვებულება მერიის თანამშრომლებმა ოჯახური მდგომარეობის გამო აიღეს. თუმცა, გამორიცხული არაა ეს ადამიანები ხვალ, თბილისში აქციაზე აღმოჩნდნენ. მე, როგორც ქალაქის ხელმძღვანელს არანაირად არ მევალება შვებულებაში გასული თანამშრომლების მონიტორინგი”, – განაცხადა ნიკო კაჭკაჭიშვილმა newpress.ge-სთან საუბარში. კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, მთავრობას გაემიჯნოს და პოლიტიკურ მიტინგზე წავიდეს. რაც შეეხება, აქვს თუ არა მას სურვილი მიტინგზე წასვლის, ამბობს:
“ქალაქიდან მთელი დღით გასვლის დრო არ მაქვს. თუმცა, მიტინგზ წასვლის არც სურვილი მაქვს. მაგრამ მაინტერსებს რა განცხადებები გაკეთდება”, – აღნიშნავს კაჭკაჭიშვილი. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, აქტივისტებთან და ოჯახთან ერთად, ხვალ დილით მიდიან. თუ რა სამზადისია ამ დროისთვის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ოფისში და როგორია მათი მოლოდინები? იხილეთ შეფასებები მალე newpress.ge-ზე.