წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ სოფელ ვარციხეში მივიდა, ხოლო შემდეგ სოფელ როხში გადანაცვლა. პრეზიდენტმა შეხვედრები საკრებულოების შენობებში გამართა. აღნიშნულ შეხვედრებს, რომელიც მედიისათვის დახურული აღმოჩნდა, ბაღდათში “ნაციონალების” მაჟორიტარობის კანდიდატი, მხარის გუბერნატორი და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ბაღდათის მუნიციპალიტეტი კომენტარის გარეშე დატოვა. შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში – ბაღდათსა და სამტრედიაში ჩატარდება.
პრეზიდენტმა ბაღდათში წინასაარჩევნო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა
21 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 28
აღნიშნულ შეხვედრებს, რომელიც მედიისათვის დახურული აღმოჩნდა, ბაღდათში “ნაციონალების” მაჟორიტარობის კანდიდატი, მხარის გუბერნატორი და საპარლამენტო უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ.
თეგები: ბაღდათი • მიხეილ სააკაშვილი • ნაციონალები
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები