ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ “ნაციონალების” მხარდამჭერებს ხვდება

23 აპრილი, 2013 • ქრისტინა ქარჩხაძე • 23

პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ “ნაციონალების” მხარდამჭერებს ხვდება

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამ წუთებში სამტრედიის სოფელ კულაშში მცხოვრებ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობს.

ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში სამტრედიის სოფელ კულაშში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. სააკაშვილი სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ემზარ შუბლაძესთან ერთად მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას აცნობს. პრეზიდენტთან ერთად, ასევე იმყოფება მხარის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე. როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მათთვის პრეზიდენტის ვიზიტი დიდი პატივია. აღნიშნული შეხვედრა, მედიისთვის დახურულია და კომენტარს არც ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს. თუმცა როგორც ირკვევა, კულაშში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საკაშვილს სამტრედიის კიდევ ერთ სოფელ დიდ ჯიხაისში ელოდებიან. ანალოგიური ტიპის შეხვედრას, როგორც ირკვევა, დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ბაღდადშიც გამართავს. შეგახსენებთ, რომ 27 აპრილს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები იმერეთის ორ ოლქში, ბაღდათსა და სამტრედიაშია დანიშნული.

თეგები: არჩევნებიიმერეთიმიხეილ სააკაშვილი